მედია
მზია ამაღლობელი 31 დღეა შიმშილობს
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 31 დღეა შიმშილობს. იგი, მხოლოდ წყალს იღებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არის.
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, საერთაშორისო ვებპლატფორმაზე: Change.org შეიქმნა პეტიცია. პეტიციას ხელს ამ დროისათვის 1 600 -ზე მეტი ადამიანი აწერს.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციისას პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს. ის დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მომხდარის შემდეგ, პოლიციის მხრიდან სხვადასხვა ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, ამ დროს კი ხელმეორედ დააკავეს "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი. მედიაში გავრცელებულ კადრებში ისმის, როგორ ემუქრება ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დაიჭერდნენ.
14 იანვარს კი მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2–თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა და ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Տարածեք :