ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას კიდევ ერთი ტაძარი შეემატება
ბორჯომში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძრის საძირკველი აკურთხეს.
ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზი ლუკას (რუსაძე) ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ლიკანში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდება.
ტაძრის საძირკვლის კურთხევას სასულიერო პირებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის ხელმძღვანელი პირები, ასევე ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ლიკანში, ახალი ტაძრის მიმდებარედ, ასევე შენდება წმინდა მამა გაბრიელის სახლობის საკვირაო სკოლა, რომელიც გათვლილი იქნება როგორც მოზარდებისთვის, ასევე სრულწლოვანებისთვის.