იმედი მაქვს, არჩევნები ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება - მეუფე შიო
ერმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიოს მომავალ წყობაში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა, იმედი მაქვს, არჩევნები ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოს მომავალ წყობაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად ქრისტიანული ღირებულებები აუცილებელია.
„მინდა, დავლოცო ჩვენი ქვეყანა - საქართველო და ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და საღვთო გზით სიარული, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო მოწყობაში, წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება.
ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, რომ დღევანდელი დღე, დღევანდელი არჩევნები იქნება საწინდარი და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ამ მიზნისკენ.
ღმერთმა დაგლოცოთ".“, – აღნიშნა მეუფე შიომ.