მე-18 დღეა ახალციხეში უწყვეტი პროტესტი გრძელდება
დღეს, ორ თებერვალს, უწყვეტი საპროტესტო აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან ისევ გაგრძელდა. მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
აქციის მონაწილეებმა კვლავ სოლიდარობა გამოუცხადეს და გათავისუფლება მოითხოვეს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის, რომელიც 22-ე დღეა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს.
აქციის მონაწილეები ამბობენ რომ საპროტესტო აქციებს გამართავენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ახალციხეში საპროტესტო აქციები 16 იანვარს განახლდა და დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.