რომელი სოფლის გზებია სამცხე-ჯავახეთში დაკეტილი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 6 თებერვლიდან ძლიერი ქარი და ნისლია. შორეულ სოფლებში მიმავალი გზები ან დაკეტილია ან ძნელად მისასვლელია.
ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები 7 თებერვლიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის გზების გასაწმენდად მერიას სამი სოფლიდან - თახჩადან, ოლავერდიდან, მოდეგამიდან მიმართეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა შორეული სოფლებისკენ მიმავალი გზები, რთულად მისასვლელია, მაგრამ ღიაა.