„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული - შსს
„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
„ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
„გაზეთ ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი საპროტესტო აქციის ათამდე მონაწილესსთან ერთად, 11 იანვრის საღამოს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. როგორც გამოცემა იუწყება, აქციის მონაწილეები დააკავეს კედელზე პლაკატების გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“.
წუხელ ღამით, ასევე დააკავეს ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია, მათე ცენტერაძე, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თემურ ქათამაძე, თუმცა დაკავებულებიდან ხუთი პირი მალევე გაათავისუფლეს.