ქვეყნები, სადაც საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ იმოგზაურა გასულ წელს
2024 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 7.7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებითვე, 2024 წელს ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 871.1 და 425.3 ათასი ვიზიტი.
2024 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება, მონახულებული ქვეყნების მიხედვით, ასეთი იყო:
თურქეთი - 37.4%;
რუსეთის ფედერაცია - 18.3%;
ევროკავშირის თურქეთი წევრი ქვეყნები - 16.3%;
სომხეთი - 12.1%;
აზერბაიჯანი - 2.2%;
სხვა ქვეყნები - 13.8%.