ახალი თეატრის "მანიფესტი" ახალციხის ტბის ტერიტორიაზე გაიმართება
ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი, ახალციხელი მაყურებლის წინაშე, 30 მარტს 19:00 საათზე, ტბის ტერიტორიაზე წარდგება. თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალია.
თავდაპირველად, "ახალი თეატრი" თეატრალური სახალხო წარმოდგენის გამართვას, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ გეგმავდა, რისთვისაც სცენა უნდა დამონტაჟებულიყო, ამიტომ ნაწილობრივ გზის გადაკეტვა იქნებოდა საჭირო.
გზის გადაკეტვის მოთხოვნით, ახალციხის მერიას ჯაბა ნათენაძემ მიმართა, საპასუხოდ კი მიიღო, რომ მუნიციპალიტეტის მერია გზის გადაკეტვის წინააღმდეგია. მერიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ქუჩა მხოლოდ მაშინ იკეტება, როცა მასშტაბური ხასიათის სახალხო ღონისძიება ტარდება.
ახალციხელი მაყურებლის წინაშე, ახალი თეატრის ,,მანიფესტი“ საპროტესტო მანიფესტითა და სპექტაკლის მოდერნიზებული ვერსიით წარდგება. საპროტესტო ,,მანიფესტი’’, რომლის მთავარი გზავნილია "სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ",
მიუზიკლი „მე გადავცურავ ზღვას“, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა 2023 წელს დადგა და ყოველთვის დარბაზში იმართებოდა, თუმცა იანვარში საპროტესტო აქციებისას ქუჩაში გადაინაცვლა.
"მანიფესტი" უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში და გორში.