27 წლის სანდრო შემაზაშვილს მეორე დღეა ეძებენ
ასპინძის, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრებ 27 წლის სანდრო შემაზაშვილის, სამართალდამცველები და ახლობლები უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
ოჯახის ახლობელი tv9news.ge- ს უყვება, რომ პოლიცია ახალგაზრდას ქვეყნის მასშტაბით ეძებს, რადგან გუშინ, 2 თებერვალს დილით კამერებმა ახალციხეში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან დააფიქსირეს, შემდეგ კი თბილისის მიმართულებით გზაზე, რის შემდეგაც სანდროს კვალი ქრება.
"ახალციხეში "მარშუტკას" ჩაჰყოლია, რადგან არ ესმის და ვერ ლაპარაკობს, თავისებურად აუხსნია, მძღოლისთვის, რომ თბილისში უნდოდა წასვლა, მაგრამ საქონელი ჰყოლიათ, ბაზარზე მიჰყავდათ და "გალფთან" ჩამოუსვიათ, შემდეგ ჩანს თბილისის მიმართულებით გზაზე და აქედან უკვე მისი კვალი ქრება"- გვეუბნება ოჯახის ახლობელი.
მისივე თქმით, წლების წინ სანდროს თბილისში შშმ პირებისათვის სპეციალურ სკოლაში სწავლობდა და ძიძაც ჰყავდა, გარდა ამისა ნათესავებიც ჰყავს მაგრამ, მისამართები არ იცის და ჯერ არც სკოლაში გამოჩენილა -"ყველას დავურეკეთ საქმის კურსში არიან და თუ მივა სკოლაში ან სკოლის ტერიტორიაზე დაგვირეკავენ".
სანდრო შემაზაშვილი ხიზაბავრაში ბებიასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. ახლობლები ამბობენ, რომ აქამდე სახლიდან წასვლის მცდელობა არ ჰქონია.
"მშვიდად და წყნარად იყო, ზედმეტად არაფერი შეუმჩნებიათ ოჯახის წევრებს, პირველ თებერვალს გვიან ღამით, ბებიამ და მამამ გაიგეს ხმა ტანსაცმელს რომ იცვამდა, ეგონათ საპირფარეშოში მიდიოდა გარეთ და მალევე გაჰყვნენ, მაგრამ ვეღარსად ნახეს, მიმდებარედ ყველგან ეძებეს მაგრამ ვეღარ ნახეს"- ამბობს, ოჯახის ახლობელი.
თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ დაუკავშირდით ოჯახის წევრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 574414130; 568943094; 557381701.