მოდულური საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ერთწლიანი გამოცდილება შეაფასეს და დუალური მოდელის დანერგვაზე იმსჯელეს პროფესიულ კოლეჯ ,,ოპიზარში.”
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, კოლეჯისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწასვლებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გერმანული მოდელით სწავლებაში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმის შემდეგ ეტაპზე იმსჯელეს.
საქართველოში, დუალური მოდელით, ჯერჯერობით მხოლოდ სამი პროგრამა ხორციელდება. საპილოტე პროგრამაში საქართველოს მასშტაბით ოთხი კოლეჯია ჩართული, მათ შორის ,,ოპიზარი”, რომელმაც მეცხოველეობის პროგრამისთვის უკვე შეარჩია ექვსი სტუდენტი.
დუალური სწავლება- გერმანული განათლების მოდელია, სადაც სტუდენტი თეორიულ ცოდნას კოლეჯში იღებს, პარალელურად კი პრაქტიკას პოტენციურ დამსაქმებელთან გადის.