ბორჯომში ხანძრის შედეგად სამი ოჯახი დაზარალდა
ბორჯომში, ერეკლეს ქუჩაზე ორ სართულიან სახლში ხანძარი, 22 იანვარს გვიან ღამით გაჩნდა, შედეგად სამი საცხოვრებელი ბინა დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს ორ სართულიან შენობაში, მხოლოდ ერთი ოჯახი იმყოფებოდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიამ ქირით გაიყვანა. რაც შეეხება ორ ბინას, მათი მეპატრონეები ბორჯომში არ ცხოვრობენ, შესაბამისად ხანძრისას სახლები დაკეტილი იყო.
როგორც, tv9news.ge -ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ხანძრისგან მიყენებული ზიანის აღწერა, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს.
რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ძიება, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.