"მნიშვნელოვანია, რომ ეპარქიები გვაქვს ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში, ეს უნდა გაძლიერდეს"- ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოში გამართული ღონისძიების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ილია მეორესთან ერთად სინოდის წევრები იმყოფებიან.
ილია მეორემ, ეპისკოპოსებს მიმართა და საზღვარგარეთ ეპარქიების არსებობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ დასავლეთში კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
"ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით, ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და მათ არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რაც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით"- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.