ნინოწმინდაში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ნინოწმინდაში საახალწლო კონცერტი ჰაოსისა და ქართლოსის სკვერში გაიმართა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში და დაბა ბაკურიანში 21 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. კონცერტები იმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლების შერულებით.