პოლიტიკა
20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე – თარხან-მოურავი
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, დავით თარხან მოურავის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების შესახებ მთავრობას ინფორმაცია ახლაც აქვს და რუსული კანონის მიღება მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებზეა მორგებული. ამის შესახებ მან "ობიექტივის" ეთერში ისაუბრა.

,,ამ კანონის საჭიროება გაუგებარია, რადგან რეალურად დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის გაკონტროლების საშუალებას. თუ რამე გაკლია, რასაც "ქართული ოცნება" ამბობს, თუ გინდა, რომ დეკლარაცია უფრო დეტალური იყოს, ამისთვის საკმარისია, რომ დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია უნდა იყოს უფრო დახვეწილი. ამასაც არ აკეთებენ. ახალი კანონი რა საჭიროა არავის არ ესმის", – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

როგორც დავით თარხან-მოურავი აცხადებს, როცა ათეულობით ათასი ახალგაზრდა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსული კანონი უკან გაიწვიოს, მან ეს მოწოდება უნდა გაითვალისწინოს.

,,ეს არის ახალგაზრდა ხალხი, იქ შეიძლება, 1000 და 2000 კაცი არის "ნაცმოძრაობის" მომხრე, დანარჩენები არ არიან. ამათ მართლა არ უნდათ, დაარწმუნეს ისინი, რომ ეს კანონი ცუდია და რუსულია. ჩემი აზრით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო. ესენი ითხოვენ, რომ არ გვინდა კანონი და რა არის ასეთი ძნელი? – 20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს. რა საჭიროა, რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს?!

თავისი არასწორი ქმედებებით ესენი ["ქართული ოცნება"] ახალგაზრდებს, ჯერ ერთი, უფრო აღიზიანებენ და მერე მართლა გახდიან იმ პარტიების მომხრეებს. მე მახსოვს ეს ხელისუფლებაც, სააკაშვილის, შევარდნაძის და გამსახურდიას ხელისუფლებაც, ყველა უშვებს ერთ შეცდომას – ვერ ხვდება, რომ თავისი ქმედებებით რაღაც მომენტში ხალხის ზიზღს იმსახურებს.

შეიძლება ისე არ ეზიზღებათ, როგორც სააკაშვილი, მაგრამ ის, რომ ამდენი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, ნიშნავს, რომ "ქართული ოცნებაც" ეზიზღება ხალხს. "ქართულ ოცნებას" ამის არც გაცნობიერება უნდა, არც ამ აზრის მიღება და დაჯერება არ უნდა. ძალიან მძიმე პროცესები მიდის. რამდენჯერაც ასეთი პროცესი წავიდა და 20 ათასი ახალგაზრდა კაცი გარეთ გამოვიდა, ერთ წელიწადში ის ხელისუფლება გაქრა"
, – განაცხადა ,,ობიექტივის" ეთერში დავით თარხან-მოურავმა.

Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.