საზოგადოება
რატომ ვღებავთ კვერცხს სააღდგომოდ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წითელი კვერცხის გარეშე წარმოუდგენელია. ის პასკასთან ერთად სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვნების კვირის დიდ პარასკევს (მაცხოვრის ჯვარცმის დღეს) კვერცხს წითლად ღებავენ. რისი სიმბოლოა კვერცხი და რატომ მაინცდამაინც წითელი? საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია? რა თეორიები არსებობს მასთან დაკავშირებით?

იმპერატორი და მარიამ მაგდალინელი

კითხვაზე, თუ რატომ ღებავენ კვერცხს სააღდგომოდ წითლად, ცალსახა პასუხი არ არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ტრადიცია მარიამ მაგდალინელთან არის დაკავშირებული. გადმოცემის თანახმად, მან გადაწყვიტა, ქრისტეს აღდგომის სასიხარულო ამბავი იმპერატორ ტიბერიუსისთვის ეცნობებინა. მმართველთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა, ამიტომაც ქალმა მას სიმბოლური საჩუქარი - ქათმის კვერცხი მიართვა და ახარა: ქრისტე აღდგა! მარიამ მაგდალინელის სიტყვებზე იმპერატორმა თქვა: ,,ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ თეთრი კვერცხების გაწითლება". ტიბერიუსს სათქმელი დასრულებული არ ჰქონდა, კვერცხმა წითელი შეფერილობა მიიღო.


მარიამ მაგდალინელსა და წითელი კვერცხის ტრადიციას კიდევ ერთი თქმულება უკავშირდება. ამ ვერსიის მიხედვით, ქალი ქრისტეს ჯვარცმიდან სამი დღის შემდეგ მის საფლავთან მივიდა. მარიამ მაგდალინელს თან ჰქონდა მოხარშული კვერცხებით სავსე კალათა, რათა მაცხოვრის ჯვარცმის მგლოვიარე ქალები დაეპურებინა. როდესაც ის მივიდა საფლავთან, აკლდამა ღია და ცარიელი დახვდა, კალათაში არსებული კვერცხები კი გაწითლდა.

უფლის დედა და წითელი კვერცხი

ზოგიერთი დასავლეთევროპული ლეგენდის მიხედვით, წითელი კვერცხის ტრადიცია არა მარიამ მაგდალინელს, არამედ მარიამ ღვთისმშობელს უკავშირდება. ამ თქმულების თანახმად, ის წითელ პარასკევს შვილის ჯვარცმას ესწრებოდა. მას თან ჰქონდა კვერცხები. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ღვთისმშობელი ჯარისკაცებს ევედრებოდა, მის ძეს ნაკლები სისასტიკით მოპყრობოდნენ. ის კვერცხებს აწვდიდა მცველებს და როდესაც კვერცხზე ღვთისმშობლის ცრემლები ეცემოდა, ის წითლდებოდა.

მაცხოვრის საფლავი

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქრისტიანულ ტრადიციაში სააღდგომო კვერცხი ქრისტეს საფლავს განასახიერებს. მართალია, ის გარედან უსულოა, თუმცა ატარებს ახალ სიცოცხლეს, რომელიც მისგან იბადება. წითელი ფერი კი ჯვარცმული იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.

კვერცხი - საგაზაფხულო დღესასწაულის სიმბოლო

დიახ, კვერცხი წარმართულ და საგაზაფხულო დღესასწაულებსაც უკავშირდებოდა. ის ზამთრის დასრულების შემდეგ ახალი სიცოცხლის დაბადების სიმბოლო იყო. კვერცხს სხვადასხვა ფრად ღებავდნენ და ერთმანეთს ჩუქნიდნენ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია ქრისტიანებშიც სწორედ გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დამკვიდრდა.

მესოპოტამია

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჯერ კიდევ მესოპოტამიაში ადრეული ქრისტიანები კვერცხს წითლად ღებავდნენ. ეს მათთვის მაცხოვრის მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლო იყო. ამავე მოსაზრების მიხედვით, სავარაუდოდ, ეკლესიამ სწორედ აქედან აიღო ეს ტრადიცია, რომელიც დღემდე გრძელდება.

სამეფო ოჯახი

სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიციად დამკვიდრებაში, შესაძლოა, თავისი წვლილი ინგლისის მეფემ ედუარდ პირველმაც შეიტანა. მან მე-13 საუკუნეში ბრძანა, 450 კვერცხი ოქროსფრად შეეღებათ და ისინი სააღდგომო საჩუქრის სახით სამეფო ოჯახის წევრებისთვის მიერთმიათ.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.