კულტურა
არქეოლოგიური კვლევებით მტკიცდება, რომ საქართველო ღვინის აკვანია" - ესპანური გამოცემა Vinos Y Camino
„საქართველომ Madrid Fusión-ს ქართული ღვინო და გასტრონომია გააცნო“ - ამ სათაურით გამოცემა Vinos Y Camino მსოფლიოს უდიდეს გასტროკონგრესზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ეხმაურება და კულინარიული და ღვინის ტურისტული მიმართულების შესახებ წერს.

„ქართული ღვინო სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში, ახალი აღმოჩენებით, საქართველო უძველესი ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინის წარმოება 8000 წლოვან ისტორიას ითვლის. შულავერში უძველეს დასახლებაში აღმოჩენილი არქეოლოგიური კვლევებით მტკიცდება, რომ საქართველო ღვინის აკვანია. მეღვინეობა საქართველოს 9 რეგიონს მოიცავს, თითოეული კუთხე განსხვავებულია კლიმატით და ნიადაგით. საქართველოში ვაზის 525 ჯიშია.

რაც შეეხება ქართულ გასტრონომიას, ეს არის კერძებისა და ღვინის ტრადიციების შერწყმა, რომელიც მოიცავს ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციას, ეს არის სუფრა, სადაც მრავალფეროვან კერძებთან და ღვინოსთან ერთად ადამიანები სადღეგრძელოებს ამბობენ და მღერიან“
, - წერს Vinos Y Camino.

სტატიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ტურისტული ადგილების აღწერას.

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს, საქართველო მდიდარია ტურისტული ადგილებით. აქ ნახავთ ორი ათასს მინერალურ წყაროს, 12 ათასზე მეტ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, ტყეებს, დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკებს. საქართველოში შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, ლაშქრობა, ცხენოსნობა, სპორტული თევზაობა და სხვა აქტივობები“, - წერს Vinos Y Camino.

ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 საქართველომ სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

კონგრესზე მადრიდში მდებარე რესტორანმა ნუნუკამ და შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო წარადგინეს. გასტროკონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა ქართული ღვინის მრავალი საუკუნოვანი ისტორია გააცნო.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.