გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო სახერხები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.
ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.