საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ადგილობრივი ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ქვეყნიდან 4.974 მლნ დოლარის ღირებულების პირუტყვი გავიდა, რაც 11-წლიანი მაქსიმუმია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული პროდუქტის ექსპორტზე მონაცემები ხელმისაწვდომი 2014 წლიდან არის).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
რაც შეეხება ქვეყნებს, წელს პირუტყვი 2 ქვეყანაში გავიდა - ერაყში - 4.523 მლნ დოლარის ღირებულების და აზერბაიჯანში - 450.7 ათასი დოლარის.
საქართველოში მსხვილფეხა საქონლის 70% რუსეთიდან შემოდის.
ექსპორტისგან განსხვავებით მცირდება მსხვილფეხა საქონლის იმპორტი. კერძოდ, თუ 2024 წლის იანვარში საქართველომ 1.116 მლნ დოლარის პირუტყვი იყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 462.7 ათასი დოლარი შეადგინა. იანვარში მთავარი იმპორტიორი კი რუსეთი იყო, საიდანაც 325 ათასი დოლარის საქონელი შემოვიდა, მეორე ადგილზეა რუმინეთი - 78.6 ათასი დოლარით და მესამეზე ყაზახეთი, სადაც წელს 58.6 ათასი დოლარის ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი ვიყიდეთ.