ავარია ბორჯომში - ავტომანქანა სახლის ეზოში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში, ჩარხის წყლის დასახლებაში დღეს, 7 მარტს საღამოს მოხდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა.
ამის შესახებ კადრები თვითმხილველებმა, სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
თვითმხილველების თქმითვე, ავტომანქანაში ორი პირი იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდნენ მაშველები და სამართალდამცველები.