ახალი თეატრის ,,მანიფესტი“ახალციხეში ჩამოდის
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ,,მანიფესტი“ახალციხეში 30 მარტს ჩამოვა. საპროტესტო ,,მანიფესტი’’, რომლის მთავარი გზავნილია "სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ", ღია ცის ქვეშ 19:00 საათზე გაიმართება. თეატრალურ ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
ახალციხელი მაყურებლის წინაშე, ახალი თეატრის ,,მანიფესტი“ საპროტესტო მანიფესტითა და სპექტაკლის მოდერნიზებული ვერსიით წარდგება.
მიუზიკლი „მე გადავცურავ ზღვას“, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა 2023 წელს დადგა და ყოველთვის დარბაზში იმართებოდა, თუმცა იანვარში საპროტესტო აქციებისას ქუჩაში გადაინაცვლა.
"მანიფესტი" უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში და გორში.