საზოგადოება
ძლიერმა ქარმა ნინოწმინდაში სახლებს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა, 15 აპრილის ღამეს დააზიანა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. Radio NOR-ის ცნობით ძლიერმა ქარმა დააზიანა სახლების სახურავები და წააქცია ხეები. ნინოწმინდის მერიამ ზარალის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სოფელ პატარა არაგიალიდან მიიღო.
ნინოწმინდის სოფლებში მცირე არაგიალში, ჟდანოვაკანში, სათხასა და ჰეშტიაში რამდენიმე სახლისა და ბეღლის სახურავი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ზარალის ოდენობა დგინდება.
რადიოსადგურ NOR-თან ინტერვიუში სოფელ პატარა არაგიალის ხელმძღვანელმა, მასის ვარდანიანმა განაცხადა, რომ მოსახლეობამ დახმარების იმედით მუნიციპალიტეტს მიმართა.
სოფელ ჟდანოვის წარმომადგენელმა ჰოვსეფ ანტანოსიანმა აღნიშნა, რომ მათ მიყენებული ზიანის შესახებ იციან, თუმცა მუნიციპალიტეტისტვის ჯერ არ მიუმართავთ.
სოფელ ეშტიაში ქარმა ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა. სოფლის გამგებელმა იეგორ კოტოიანი ამბობს, რომ ელექტრობოძი უკვე გარემონტებულია. ზოგიერთ სოფელში ძლიერმა ქარმა ასევე წააქცია ხეებიც.
Տարածեք :