ვალეში, აბასთუმანსა და ბაკურიანში, 2017 წლიდან, წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" 2017 წლიდან ვალეში, აბასთუმანსა და ბაკურიანში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
დაგეგმილი პროექტების შესახებ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა გიორგი კობერიძემ ჟურნალისტებს ინფორმაცია, სამეგრელოში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა.
,,სამწუხაროდ, დღემდე არსებობს ქალაქები და სოფლები, სადაც სასმელი წყალი მოსახლეობას შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. თუმცა ამ მხრივ, კომპანიას, 2016 წელს, უკვე აქვს არაერთი პოზიტიური შედეგი" – განაცხადა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა.
გიორგი კობერიძის ინფორმაციით, წყლის სიტემის მოწესრიგება საქართველოს მასშტაბით დაიწყება. 2017 წელს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჯამში, 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას გეგმავს.