„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ ახალციხეში რელიგიურ უმცირესობებთან რიგით მესამე შეხვედრა გამართა.
მოწვეულმა ექსპერტებმა ვიზალიბერალიზაციასა და რელიგიის უმცირესობების უფლებებზე კათოლიკე სასულიერო პირებთან ერთად ისაუბრეს.
სამცხე–ჯავახეთმა პროექტის ,,ასწავლე მაცნეს – ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებების“ ფარგლებში გამართულ ბოლო შეხვედრას უმასპინძლა. პროექტი დაფინანსებულია ჰოლანდიის საელჩოს მიერ. მის მიზანს ევროკავშირის კუთხით, ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.