რომელი დაპირება შეასრულა და რომელი პროექტების განხორციელება ვერ მოასწრო ახალციხის პირველმა მერმა? რატომ ვერ ხერხდება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება? – ახალციხელები შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებზე მსჯელობენ.
ყოფილი მერისა და ამჟამად უკვე პარლამენტის წევრის ეს დაპირება რამდენად რეალურია, ამის შესახებ დღეს უკვე ახალციხელები მსჯელობენ. საწარმოს აშენებას მოსახლეობას ქალაქის პირველი მერი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაპირდა. თუმცა გიორგი კოპაძემ მერობის პერიოდში ვერ შეძლო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და სათნოების სახლის გახსნა, სადაც ბენეფიციარები ღამის გათევას დროებით შეძლებდნენ. ამ დრომდე არ დაწყებულა საცურაო აუზის მშენებლობა. დაპირებად დარჩა ისიც, რომ ახალციხის ციხის დათვალიერება ადგილობრივებს უფასოდ შეეძლებოდათ. დაპირების მიხედვით უნდა აშენებულიყო სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და მოგვარებულიყო ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაც.
გიორგი კოპაძის დაპირებებში შედიოდა სპორტული მოედნებისა და სკვერების მშენებლობა, შიდა ქუჩების მოწესრიგება, ქალაქის იერსახის კეთილმოწყობა. მისი მერობის პერიოდში ასფალტი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც წლების განმავლობაში გზა ამორტიზებული იყო. გაიხსნა სპორტული მოედნები და სკვერები. დაიდგა ნაგვის ახალი ურნები, კეთილმოეწყო მრავალსართულიანი ბინების ფასადები და ეზოები