გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.
28 – 29 ნოემბერს ქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18°, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14° იქნება.
30 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს.
1 – 4 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +5, +10° იქნება.