„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, პროექტით გათვალისწინებული ფართობიდან, 288 ჰექტარი დასამუშავებელი დარჩა.
კლიმატური პირობებს გამო, ხვნის ბარათების გამოყენება 368 ფერმერმა ვერ მოასწრო. ამ დროისათვის საშემოდგომო სამუშაოები 514 ჰექტარზეა ჩატარებული.
ხვნის ბარათების გამოყენება ფერმერებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე შეეძლოთ. ახალციხის გამგეობაში განმარტავენ, რომ დარჩენილი ბარათების ნაწილი ჯერ კიდევ შპს „მექანიზატორს“ აქვს, რომელიც საშემოდგომო ხვნებს ამ დრომდე ახორციელებს.
გაუგრძელდება თუ არა ბარათებს მოქმედების ვადა წლის ბოლომდე, ამაზე პასუხს გამგეობაში სამინისტროსგან ამ დრომდე ელოდებიან.
საშემოდგომო სამუშაოებისათვის ხვნის ბარათი ახალციხის მუნიციპალიტეტში 777–მა ფერმერმა გამოიყენა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.