იასამანი - ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მცენარე
გადმოცემის თანახმად იასამნის ხუთფურცლიან ყვავილს თუ იპოვი და შეჭამ ბედნიერებას მოგიტანს.
მაისი იასამნის ყვავილობის დროა, მისი ყვავილობის ვადები სახეობაზეა დამოკიდებული, სულ 30 სახეობაა ცნობილი. გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში.
საქართველოში გვხვდება ცისფერი, იისფერი, მოწითალო ცისფერი, ვარდისფერი და თეთრი იასამანი. არის სურნელოვანი, ნაკლებად სურნელოვანი და უსუნო ფორმები.
გარდა დეკორატიული სილამაზისა და არაჩვეულებრივი სურნელისა, იასამანს სამკურნალო თვისებებიც გააჩნია და ხალხურ მედიცინაში ხშირად გამოიყენება. უამრავი დადებითი თვისებების წყალობით იასამანს გააჩნია სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
იასამნის ყვავილის ექსტრაქტი ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაშიც. მისი ეთერზეთის მიღება ძალიან შრომატევადი საქმეა, ამიტომ ის ოქროზე ძვირად ფასობს. ერთი კილოგრამი ეთერზეთის ფასი 100 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.
იასამნის ბუჩქს პერიოდულად სჭირდება გამოხშირვა ნორმალური ყვავილობისთვის.