რეკლამები
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება 29 ნოემბერს (R)
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს. 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, შერჩეულ ობიექტებში, დამატებით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 30%.
აქციით გათვალისწინებულ მითითებულ ობიექტებში, თიბისის ნებისმიერი სადებეტო და საკრედიტო ბარათით, გადახდილი თანხის 30%-ს ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი მაქსიმუმ 200 ლარის დაბრუნებას შეძლებენ.
შეთავაზების ფარგლებში, შოპინგი შესაძლებელია, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური შოპინგისას მაღაზიებში გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის POS ტერმინალზე.
თიბისი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრუნავს მათი ყოველდღიურობის გამარტივებაზე. აღნიშნული აქცია, რომელიც სწორედ მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, მეტად მრავალფეროვან და სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის თითოეული მომხმარებლისთვის. გაეცანით ობიექტების ჩამონათვალსა და დეტალურ ინფორმაციას.
Տարածեք :