დღის ფრაზა
უკრაინაში დღეს წყდება უკრაინისა და საქართველოს ბედი - მამუკა ხაზარაძე
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდა დღეს ღალატის ტოლფასია. მისი აზრით, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დღეს უკრაინაში წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.
"დღეს, რუსული პროპაგანდა და მისი არ აკრძალვა არის ღალატის ტოლფასი. დღეს ენის მოჩლექვა და ლოდინი, ვინ მოიგებს ომს, რომ აგრესორის მხარეს მერე დადგე, (ღმერთმა არ ქნას და ეს ასე არ მოხდება) ეს არის ღალატის ტოლფასი. ამიტომ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინაში დღეს წყდება უკრაინისა და საქართველოს ბედი, წყდება თავისუფალი სამყაროს ბედი, უკრაინაში დაწყებულია იმპერიის დაშლისა და დემონტაჟის პროცესი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ასევე ნახეთ:
Տարածեք :