პანდემიის გამო შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემები და გაძვირებული პურ-პროდუქტები ის საკითხებია, რომელმაც სოფელ აბათხევის მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახელმწიფო ენის არცოდნისა და დაუსაქმებლობის გამო, თავს ძირითადად მეკარტოფილეობითა და მესაქონელობით ირჩენენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე აბათხევი ზღვის დონიდან 1 340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ქალაქიდან 16 კილომეტრით არის დაშორებული. ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, აბათხევში საბავშვო ბაღის, სკოლისა და მიგრაციის გამოც ჩივიან.
ადგილობრივები მთავარ პრობლემად უმუშევრობასა და სოფლის პროდუქტების გაიაფებაზე ჩივიან. ამბობენ, რომ სანამ ძველ მარაგს არ გაყიდიან, სასოფლო-სამეურნეო მასალების ყიდვასა და საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ.
„როცა კარტოფილის თესლს ვყიდულობთ ერთი ევროს ღირებულებით და მოწეულს ვყიდით 80 თეთრად, სად ჩანს ჩვენი მოგება ან შეღავათი? ძალიან ძნელია ასე ცხოვრება“, - ამბობს ტიგრან თოროსიანი.
„სრული უმუშევრობაა, სადმე 25-30 ლარიან სამუშაოს თუ ვნახავ, ეგ არის ჩემი ოჯახის შემოსავალი, მაგრამ ეს თანხა რვასულიან ოჯახს როგორ უნდა ეყოს“, - წუხს ელისაბედ გოგორიანი.
მოსახლეობის სიმცირის გამო სოფელში არ აქვთ სამედიცინო პუნქტი, საბავშვო ბაღი და სკოლა. პატარები მშობლებს მეზობელ სოფელ წყალთბილაში დაჰყავთ. აბათხეველები სოფელში საბავშვო ბაღისა და სკოლის აშენებას ითხოვენ.
„ტრანსპორტიც არ დადის სოფელში, რომ ბავშვები ვატაროთ წყალთბილის ბაღში ან სკოლაში, ვისაც მანქანა არ გვყავს იმ ხალხმა რა ვქნათ?“, - წუხს ელისაბედ გოგორიანი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მოსახლეობა ჩივის მიგრაციაა. აბათხევის სახლების უმეტესობას კლიტე ადევს. ადგილობრივების თქმით, 130-მდე კომლიდან უმუშევრობის გამო მხოლოდ 54 დარჩა.
ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი აბათხევის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, სხვა სოფლებთან დაკავშირებული კომენტარების იდენტურია. ახალციხის მერია პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ მათ მოგვარებაში ვერ ერთვება. მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი ამბობს, რომ აბათხევში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი არ განიხილება. „აბათხევიდან წყალთბილის საბავშვო ბაღში მხოლოდ შვიდი აღსაზრდელი დადის. ობიექტი გარემონტებულია, აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და მოწყობილობებით“ -ამბობს რუბენ კარაპეტიანი.
რაც შეეხება ტრასპორტის დანიშვნას, მერის მოადგილის თქმით, აბათხევი და წყალთბილა გეოგრაფიულად ერთმანეთთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით გადაადგილება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აბათხევში 330 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი თითქმის განახევრდა და 185 ადამიანი დარჩა. სოფელში მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.