SSSS

სოფლის ამბები
პატარა პამაჯის „უკოვიდო“ რეალობა
ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში, 150 ოჯახინი სოფელია. ახალციხე - ვალეს ცენტრალური გზიდან როგორც კი პატარა პამაჯისკენ გადაუხვევ, თვალში გხვდება მძიმე შრომის შედეგი, შემოდგომაზე ყველა ეზოს რომ ამშვენებს. ამ დროს სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მთელი წლის სარჩოს აგროვებენ.იქ, სადაც სარწყავი წყლის პრობლემა დგას, ძირითადად ამინდზე არიან დამოკიდებულნი. წელს მოსავლის აღებისას წვიამიანი ამინდების მიუხედავად, ფერმერები არ ჩივიან. კარტოფილი, თაფლი და რძის ნაწარმი საკმარისია იმისთვის, რომ გაზაფხულამდე თავი გაიტანონ.
აღუნიკ ოგანესიანმა მთელი წლის სარჩო დააბინავა

,,როცა უნდა ეწვიმა გვალვა იყო, მოსავლის აღების დრო რომ დადგა, მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა. ამიტომ რასაც ველოდებოდით, იმდენი ვერ მივიღეთ, მაგრამ ვიმყოფინებთ. შარშანდელთან შედარებით კარტოფილის ფასიც ნორმალურია. შარშან 40 თეთრი ღირდა, წელს 1 ლარია“, - ამბობს სილვა მოვსესიანი.

სარწყავი სისტემის მუშაობისთვის საჭირო ელექტროენერგიაში ადგილობრივები საათში 5 ლარს იხდიდნენ. ტარიფი გაძვირდა, ამიტომ მომავალ წელს რა დაუჯდებათ, ჯერ არ იციან. იხსენებენ, რომ ადრე მათი მიწები საათში სამ ლარად ირწყვებოდა. სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ. ამის მიზეზი, პატარა პამაჯელების აზრით, ის არის, რომ ვალე და მათი სოფელი ერთი ხაზით სარგებლობს. წყალს ორი კვირის განმავლობაში ვალეში, ერთი კვირა კი პამაჯში იღებენ. სხვა ყოფითი პრობლემებიც აღელვებთ, ამიტომ კორონავირუსზე ყველაზე ნაკლებად დარდობენ. შემოდგომაა და საქმე ბევრი აქვთ. დილიდან საღამომდე ვერავის ხვდებიან - ეს ის ,,რკინის“ არგუმენტია, რითიც აუცრელობას ამართლებენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არც ზამთარში აპირებენ.

,,მე ჯანმრთელი ვარ, აცრა რაში მჭირდება? უნდა აიცრან ის ადამიანები, ვისაც კარგი ჯანმრთელობა არ აქვს“, - გვიმტკიცებს სამველ სოგომონიანი.
,,ვინმე არსებობს, ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია? უსიმპტომოდ სოფელშიც ბევრს გვქონდა, მაგრამ ახლა ყველა კარგად ვართ, რად გვინდა აცრა? ჩვენ მთის ხალხი ვართ, ნატურალურს ვჭამთ და სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, რა მოგვერევა?“
- შეუვალია კარინა ოვაკიმიანი.

აღანიკ ოგანესიანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს თავი წლიდან წლამდე სოფლის მეურნეობიდან მიღებული სარჩოთი გააქვს. აცრას არ აპირებს. არ უნდა და იმიტომ. მეუღლემ ექვსი თვის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა. ოგანესიანებისთვის ეს დამატებითი „არგუმენტია“, რომ იმუნიზაციის პროცესში ოჯახიდან არავინ ჩაერთოს.

წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია. კარტოფილის ფასიც მოსწონს და ამბობს, რომ მშრომელ კაცს არსად უჭირს. კოვიდ19-ის არ სჯერა. თანასოფლელების მსგავსად, აცრას არ აპირებს, რადგან „ნატურალური პროდუქტით იკვებება და ვირუსისგან ბუნებრივად ისედაც დაცულია“.

,,დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, ძროხა, ყანა, ფუტკარიც მყავს. სულ წვიმდა, ამიტომ წელს ბევრი თაფლი არ გვაქვს. ბევრს ვმუშაობთ, მოსავალი ხან კარგია, ხან არა, მაგრამ რას ვიზამთ? ფიზიკური შრომა აჯანრთელებს ადამიანს. ცხოვრებაში ნემსი არ გამიკეთებია, არც აცრის ,,ნემსს“ გავიკეთებ, რად მინდა? ყოველ დილით ორ ჭიქას ვსვამ, ეგეც შენი დეზინფექცია“, - ამბობს ანდრანიკ ბაბაიანი.

კორონავირუსზე მეტად სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონა ადარდებთ. ეს მათ ბევრ რამეში უშლის ხელს. უჭირთ მოწეული პროდუქტის ახალციხის აგრარულ ბაზრამდე სარეალიზაციოდ მიტანა, ექიმთან ვიზიტზე ახალციხეში ჩასვლა, აბიტურიენტებს - რეპეტიტორთან სიარული...

,,ქალაქთან ხომ გვინდა ურთიერთობა, ვისაც მანქანები არ გვყავს, იმათ რა ვქნათ? რეგულაციებს ვიცავ, ვირუსის მეშინია, მაგრამ ჯერ არ ავცრილვარ. სავალდებულო თუ გახდება, ავიცრები მაშინ. ჯერ სოფელში არავინ მოსულა, არც არავის აუხსნია რამე, პირველი თქვენ ხართ, ვინც ვაქცინაციაზე გვესაუბრება“, - ამბობს გაიკ მუტაფიანი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ, გაზრდილი მიგრაციაა. ბოლო წლებში პატარა პამაჯში მცხოვრებთა რაოდენობა თითქმის განახევრდა. სოფლის რწმუნებული კარლენ კარახანიანი მიგრაციას იმით ხსნის, რომ ახალგაზრდები სამუშაოდ რუსეთში, ადგილობრივ ბიზნესმენ მარტინ პაპოიანთან მიდიან. მას მზესუმზირის ქარხნები აქვს და სადაც ძირითადად პამაჯელებს ასაქმებს. ახლად დაგებული ასფალტი, ევროპული სტანდარტებით აშენებული სკოლა, ქვის აუზი, ახალგაზრდებისთვის გაკეთებული ფეხბურთის მოედანი, ეს ყველაფერი პატარა პამაჯში ამ ბიზნესმენის სახელს უკავშირდება. იქ დაბადებული და გაზრდილი კაცი სოფელს ისევე უვლის, როგორც საკუთარ ოჯახს.
სოფლის ბირჟა პატარა პამაჯში, სადაც საღამოობით საქონლის მოსვლას ელოდებიან

გევორქ სააკიანიც სამუშაოდ ძირითადად რუსეთში ან სომხეთში დადის. შინ ერევნიდან ერთი თვის წინ დაბრუნდა.

,,პამაჯში ერთი თვის წინ დავბრუნდი, არ ავცრილვარ და არც ავიცრები. არც სომხეთში იცრებიან, ისიც არ ვიცი ერევანში რომელი ვაქცინებია და არც მაინტერესებს“, - გვიყვება გევორქ სააკიანი.

პამაჯელები დილიდან საღამომდე ყანაში მუშაობენ, ღამით კი, ძირითადად, იმ არხებს უყურებენ, რა ენაც ესმით. სტეფანე სოლომონიანს სახლში სამი ანტენა აქვს - სომხური, ქართული და რუსული არხებისთვის. უპირატესობას სომხურ და რუსულ მედიას ანიჭებს, თუმცა სპორტი უყვარს და ამის გამო ზოგჯერ ქართულ არხებსაც თვალს ადევნებს.

,,სახლში ქართული, სომხური და რუსული არხებისთვის ცალ-ცალკე მაქვს ანტენა. პირველ რიგში სომხურ არხებს ვუყურებ, მერე ვუყურებ ქართულს და ზოგჯერ რუსულ არხებსაც ვრთავ, ძირითადად სპორტი მაინტერესებს. საყურებლად მარტო ღამით ვიცლი, რადგან მთელი დღე ვმუშაობ, მაგრამ ნემსს არ გავიკეთებ (აცრას), რადგან ძალიან ჯანმრთელი ადამიანი ვარ და ამ სისულელეების არ მჯერა“, - ამბობს სტეფანე სოლომონიანი.

იმ ოცი ადამიანიდან, ვისაც სოფელში გავესაუბრეთ, მხოლოდ ორმა აღნიშნა, რომ ვირუსი არსებობს და ვაქცინირებულ პირებს აკვირდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

,,ვირუსი არსებობს და უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ შეგხვდეს. აცრილი არ ვარ, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას. ვნახოთ, რა შედეგი ექნება იმ ხალხს, ვინც აიცრა, ჯერ-ჯერობით ვუყურებ და მაგის მიხედვით გადავწყვეტ“, - გვეუბნება არმან გასპარიანი.
ადგილი, სადაც უხუცესობა ,,ქვეყნის" ამბებს განიხილავს

როგორია ვაქცინაციის მიმართ განწყობა სამცხე-ჯავახეთში, კარგად იციან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, რეგიონს თავად ეწვევა. ის პირადად ეცდება ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, ადგილობრივები აცრაზე დაიყოლიოს.

,,ქვეყნის მასშტაბით, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ყველაზე ნაკლებია ვაქცინირებულთა რაოდენობა. ეს დიდწილად არაინფორმირებულობისა და დეზინფორმაციის გამოა. მე წამოვალ ოთხშაბათს სამცხე-ჯავახეთის დიდ სოფლებში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში. საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია. ძირითადი წინააღმდეგობა და ბარიერი არის აცრის შიში, ასევე არის სხვადასხვა მითი, რომ გართულებებს მოგვცემს. საუბარია უშვილობაზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე. ამბობენ, რომ ვაქცინირებულებიც ავადდებიან და რატომ შველის ვაქცინა, თუმცა, როდესაც ავხსნით, რომ ვაქცინირებულებში სიკვდილი, ჰოსპიტალში და რეანიმაციაში მოთავსების რისკი დაბალია, შეიძლება დაითანხმო“, - გვეუბნება ამირან გამყრელიძე.

რამდენად შეძლებს პაატა იმნაძე პატარა პამაჯისნაირი სოფლის მოსახლეობის დარწმუნებას აცრის აუცილებლობაში, ამას მისი შეხვედრების შედეგები გვაჩვენებს. ყოფითი პრობლემებით დაკავებული ხალხი დღეს სულ არ ფიქრობს, რომ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ერთადერთი ხსნა კი - ვაქცინაა.

Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1810
EUR
EUR
1
2.9821
RUB
RUB
100
2.8938
TRY
TRY
1
0.0803
USD
USD
1
2.8627
Օրացույց
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit kayseri escort omegle live+18 film izleMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Sitelervozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibom girişbetbababetbabamarsbahisayvalık zeytinyağıpijama takımıpijamaikimisli giriş30 tl bonus veren sitelerlink vao w88 moi nhatEkrem Abideneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/deneme bonusu veren sitelermariobet girişsabahlıkkimonodeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitterToy Poodleistanbul escortvirabet giriştipobet girişcasibom girişbelugabahis girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスbycasino güncel girişオンラインカジノbelugabahis girişrulet siteleri1xbet Yeni Girişcasinolevantcasinolevanthttps://locosvapejuice.com/collections/puff-barnew bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinosnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonuszbahisbetpubliconwincratosroyalbet girişcasinolevantlayarkaca21bankobetblox fruits scriptfisch scriptacehgroundsnaptikacehgroundbagonAlev casinoRoku bet güncel girişakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetdeneme bonusu veren sitelercasibom 792 com trcasibom 792 com trcasibom 792 com trcasibom 792 com trcasibom 792 com trimajbetcasinolevantfixbetcasinomegasultanbetbetivo girişcasibom girişmarsbahis girişjojobetistanbul escortdeneme bonusuoleybet girişotobetcasibominagaming1windeneme bonusubetplayCasinolevantCasinolevantcasino siteleriimajbet güncel girişjustin tvultrabetasyabahis güncel girişasyabahis girişasyabahiscasino siteleri 2025casino siteleriSekabet güncel girişcasibom girişligobetsahabetGrandpashabetDeneme Bonusu 2025Grandpashabetaresbetdoedacasibommarsbahiskingroyalvozolholiganbetmarsbahissekabetdeneme bonusu veren sitelerpin uppinupcasibom girişdeneme bonusuMobil Ödeme Bozdurma 7/24otobetekrem abi sitelercenabetsvensk casinobetpuansekabetmeritking girişbetpuanotobetbetscosmosnya casinon sverigebasaribetcasibomdizipalxslottempobetikimisliHiltonbet Giriş casibom güncel girişGüvenilir Medyumlarcasibomjustintvİzmit escortÇorlu escortBeşiktaş escortMatadorbetetorobetcasibomgalabetotobetotobetbetebetmarsbahisotobetmarsbahismarsbahisgalabetsekabeterotik film izlecasibompinco girişWinex Marketscasibom girişantep escortonwin girişcasinoplusdeneme bonusu veren sitelerbetturkeyxslotzbahissekabetsekabetsekabetsekabetkanal dsahabetonwinmatbetstartvimajbetmersobahismadridbet twitterotobetmeritkingmarsbahisfixbetvaycasino1winpiabellacasinomarsbahispadişahbetvaycasinobetkanyonkralbettipobetnakitbahisdinamobetjojobetbetebettempobet girişnezur executorcodex executorarceus x executornihon executorholiganbetkrnl executortrendbetcasibombetrozbetmarinoonwinultrabetonwinbahsegelcasibombetkombetkom girişbetkom güncel girişcratosslotTanıtım Yazısısahabetmadridbetimajbet güncelcasino sitelerisnaptwittercasibomcasibomcoinbarbetsatbetboobetbetcupbahigoelexbetngsbahiskalebetodeonbettempobetasyabahismatbetvbetsafirbethiltonbetvaycasinobetmoonjojobetmarsbahisimajbetmatbetjojobetgrandpashabetextrabet girişsavoybettingbahigoprensbetperabetmaltcasinoklasbahismariobettarafbetbiabetdeneme bonusu veren siteler forumjojobet girişbeste casino på nettSweet Bonanza Slot Demoholiganbettempobettaraftarium24justin tvselçuksportsaaabettiltotobetotobet girişhoho hub scriptwave executorroblox fisch scriptsolara executorcasibom pornomavibetmavibet girişbetmatikqueenbetpulibet1xbetcasibombetturkeylivebahisstories anonimomeritking1618imajbet1474 com453marsbahiselizabet girişmeritking girişbetparkcasibom792fixbet twitterfixbetfixbet girişlivebahislivebahislivebahislivebahisvaycasinocasibom girişligobet girişligobet yeni girişdeneme bonusu veren canlı bahis siteleriligobet güncel girişpusulabet453marsbahis comgrandpashabet2220 commeritking1618 comimajbet1474 comcasibom792casinomhubNakitbahisprostadineBetboo Girişpaslanmaz çelikcasibom girişcasibombetzulaMostbet GirişRestbet Girişbahis sitelerifacebook downloaderaresbetcasibom girişnakitbahisbetturkeycasibombethand girişhd film izleextrabetKavbet girişSekabetbetpark girişbetparkkolaybetbetsatbetpark girişmavibetcasinomhubBetsatmarsbahis girişgate of olympus oynaBetsat GirişBetsatfree instagram followersinstagram takipçi hilesiinstagram takipçi hilesiBoş hesapdeneme bonusu, bedava deneme bonusu veren sitelerfixbet girişzbahismetin2 pvp serverlarjojobetbetparkligobetultrabet girişultrabet güncel girişrexbetEsenyurt Escortotobetcasibom güncel girişzbahisxslotstarzbetcasibomcasibom 792 izmir escortpinupganobetkolaybetVBETgettobetarmibetmisbahisgrandpashabetbahiscomvirabetbetrupimatbetcasipolsbetnbetrabetefesbetbetcoolgalaxybettingEXTRABETistanbul escort, esenyurt escort, pendik escortSakarya escortSakarya escortpadişahbetbettiltprimebahisjojobetbetturkeycasibomcasibomMarsbahis 452deneme bonusudeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren siteler 2400onwinimajbetmatbetbetciosekabetholiganbetsahabetjojobetmatadorbetkingroyalvaycasinoultrabetdumanbettipobetkulisbetmadridbetimajbetmatbetsekabetsahabetonwinjojobetholiganbetmatadorbetkingroyaljojobetartemisbetmeritbetbetciodeneme bonusudeneme bonusu veren sitelerdeneme bonus veren siteler 3500casibomcasibom giriş güncelcasibomcasibom giriş günceltürk porno türk ifşa porno türk türk porno izle porno izle hd porno türk sikis türk seks video türk ifşa telegram telegram porno telegram onlyfans ücretsiz porno sikiş porno indir konulu porno mobil porno seks filmi pormo mobil porno izle casibom girişdeneme bonusudeneme bonusu veren sitelernakitbahiskağıthane escortkralbetmatadorbetaresbetdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusucasibom güncelbetkanyon