სოფლის ამბები
საინფორმაციო დაფაზე შემორჩენილი ლენინის ფოტო და სოფელ წინუბნის ყოველდღიურობა (ფოტორეპორტაჟი)
ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი ერთნაირი სახელის მქონე სოფელია. ერთი ქართული, ხოლო მეორე სომხური თემით არის დასახლებული. ორივე მათგანს წინუბანი ჰქვია. იმ წინუბანში, სადაც სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, ახალციხიდან 13 კმ-ით არის დაშორებული. სოფელი ზღვის დონიდან 1 330 მეტრზე მდებარეობს. თითქმის დაცლილი წინუბანი თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს.
ახლა სოფელში მორწყვის და შხამქიმიკატებით დამუშავების დროა. ადგილობრივები კარტოფილს ჭიის საწინააღმდეგო წამლებით ამუშავებენ.
საინფორმაციო დაფაზე შემორჩენილი ლენინის ფოტო.
თივის შეგროვებაში თანაბრად ჩართულია ყველა, მოხუციც და ახალგაზრდაც.
სკვერი წინუბნელი ბავშვებისთვის.
86 წლის სოფია თოროსიანი თივას აგროვებს.
წინუბნელი მოხუცები თავისუფალ დროს ნარდსაც თამაშობენ.
Տարածեք :