როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ივნისამდე
17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.
"12 ივნისიდან ხუთი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, პარალელურ რეჟიმში ტემპერატურის კლება. ახალციხეში უახლოესი ხუთი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:
13 ივნისს იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +24, ხოლო ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი,
14 ივნისს ასევე წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +23, ხოლო ღამით +13 გრადუსი იქნება;
15 ივნისსაც იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +21, ხოლო ღამით +14 გრადუსამდე გათბება,
16 ივნისს ასევე წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +21, ხოლო ღამით +10 გრადუსი იქნება;
თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურა +28+31 გრადუსი - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.