როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კვირის ბოლომდე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 13 ოქტომბერს ახალციხეში მზიან ამინდს, დღისით 16 ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქ 16 გრადუსს, ღამით კი 8-ს ვარაუდობენ.
ასპინძაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 14, ღამით კი 8 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 8 და ღამით 1 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 8 და ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ძლიერ წვიმას ვარაუდობენ. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 გრადუსს, ხოლო ღამით 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანშიც ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით 9, ღამით კი 3 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში 14 და 15 ოქტომბერს, ხოლო კვირას, 16 ოქტომბერს რეგიონის მასშტაბით სინოპტიკოსები ნაწილობრივ მზიან ამინდს პროგნოზირებენ.