როგორი ამინდია მოსალოდნელი მომავალ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება. ჰაერის ტემპერატურა 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება.
სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 19 და 20 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 12 და 14 ღამით კი 2 და 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 15 და 16, ღამით კი 5 და 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 13 და 14 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 და 2. ადიგენში დღისით 12 და 14, ღამით 1 და 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 9 და 11, ღამით მინუს 1 და მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 8 და 9, ღამით მინუს 2 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 და 14 გრადუსს, ხოლო ღამით 1 და 2-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11 და 11, ღამით კი 0 და და 3 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 17 და 20, ღამით კი 6 და 6 გრადუსი იქნება.