დაბალი ტემპერატურა და თოვა - როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
სინოპტიკოსები 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სამცხე-ჯავახეთში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 13 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5 ღამით კი 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენში დღისით 6, ღამით კი 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ თოვაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3 და ღამით მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 0 და ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 გრადუსს, ხოლო ღამით 1 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4 , ღამით კი 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 4, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.