ითოვებს თუ არა ახალ წელს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 26 - 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსი იქნება
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 27 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 5 ღამით კი მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 4. ადიგენში დღისით 4, ღამით კი მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 1 და ღამით მინუს 8 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 0 და ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 6 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 1 ღამით კი მინუს 7 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.