როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
28 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსია ღამით კი მინუს 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7 ღამით კი მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6. ადიგენშიც დღისით 4 ღამით მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 0, ღამით მინუს 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 -ს, ღამით მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 2, ღამით კი მინუს 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.