დღეიდან ნალექი შეწყდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, მარტის დასაწყისში შესაძლოა დედაქალაქში ტემპერატურა -11 გრადუსამდეც დაეცეს. ტემპერატურა დაეცემა სხვა რეგიონებშიც, თუმცა დღეიდან ნალექი შეწყდება.
"27 თებერვლის ღამეს, ნალექი ყველგან შეწყდება, ღამის საათებში ცა მოიწმინდება. თუმცა ველოდებით მინიმალური ტემპერატურის დაცემას, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. თბილისში ტემპერატურა დაეცემა -7 -5 გრადუსამდე",-ამბობს სვეტლანა ნიორაძე.
შეგახსენებთ, რომ ერთ კვირაზე მეტია საქართველოში გადაუღებლად თოვდა, რამაც პრობლემები შექმნა რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში გზებზე, ელექტროენერგია გათიშული იყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. უხვმა ნალექმა დააზარალა გურიის რეგიონი. აქ ადგილობრივები სტიქიას დღესაც ებრძვიან.