"ერთი ჯგუფი დავრჩით" – ახალციხის სასწრაფო დახმარების ექიმი
23.10.2020
ბოლო 24 საათში COVID19-ით ინფიცირებული 1759 შემთხვევიდან 131 სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.
კორონავირუსის გამო, სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ორი სამსახურის პარალიზება მოხდა. ინფიცირებულები არიან სამედიცინო კლინიკების ექიმებიც.