2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას, რუსეთთან მიმოსვლის პრობლემა მეორედ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეექმნა. საქართველოს ყოფილი დესპანი სომხეთში გოჩა გვარამაძე ამბობს, რომ მამაკაცები სეზონურ სამუშაოზე ადრე გაზაფხულზე მიდიოდნენ და ოჯახებში საახალწლოდ ბრუნდებოდნენ. იმის გამო, რომ წელს წასვლა ვერ შეძლეს, ისინი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.