ახალციხესა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს
13:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ყულალისი, ნავანები, საფარა და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე ახალციხეში ზარზმელის, ღრელის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, ჩამძვრალა (ჩანდურა), კიროვაკანი, მურჯახეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.