რეგიონში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს
12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, ზარზმელის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ახალციხის რაიონის სოფლებში ღრელი, მინაძე, ნავანები, ანდრიაწმინდა, წყორძა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ტოლოში, ოთა, ივერია, მირაშხანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში,
14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, სათხა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.