ახალციხის მერი ქონების მართვის ხარვეზებზე აუდიტს არ ეთანხმება
15.03.2021
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქონების მართვასა და ინვენტარიზაციაში არსებული ხარვეზები გამოავლინა. 2018-2019 წლების ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ.
ასევე, მერიას არ აქვს მიღებული მის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისი წესი, სადაც განსაზღვრული იქნება ქონების საიჯარო ღირებულების დაანგარიშების მექანიზმი.
"მუნიციპალიტეტის მიერ ქონება იჯარით გაიცა შესაბამისი ორგანოების შეფასების გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით. ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, არსებობს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზროზე ნაკლებ ფასად გაცემის რისკი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ვერ დაიცვა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები."
ახალციხის მერი სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს არ ეთანხმება. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მერიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით, სოციალურად დაუცველი, შშმ და ვეტერანის ოჯახები სარგებლობენ.
ქონების მართვის ხარვეზის გარდამ აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოავლინა, რომ "გამოვლენილი გარემოების შედეგად დარღვეულია „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №605 ბრძანების მოთხოვნები. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სხვა აქტივების და რესურსების დაკარგვის, დაზიანების, არამართლზომიერი გამოყენების ან მართვის რისკები".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.