ენერგო-პრო სამცხე-ჯავახეთის აბონენტებს აფრთხილებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში სააკაძის, მესხეთის, ფალიაშვილის, რუსთაველის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში სადგერი, დაბა, საკოჭაო, პატარა მიტარბი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფელ ივერიაში;
11:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში;
11:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, თამარაშვილის, რუსთაველის, თაყაიშვილის, თაბუკაშვილის, მებაღიიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში კლდე, გიორგიწმინდა, წრიოხი, ტყემლანა და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.