რომელ მუნიციპალიტეტებში გაითიშება დენი?
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს. ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენში ზაზაშვილის, ერისთავის, ბალახაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ყარათუბანი, ამხერი, ჩორჩანი და მიმდებარე ქუჩებზე;
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხულგუმო, ბავრა, ხოსპიო და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, ლიბანი, წაღვერი, დაბა, ცემი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.