ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა.
13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა 147 განაცხადი შევიდა. ამ დროისათვის დოკუმენტების გადარჩევა მიმდინარეობს. ახალციხის მერიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 32 განაცხადი არქიტეტქტურის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაფიქსირდა.
ახალციხის მერიამ 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკუსი 6 მარტს გამოაცხადა. კონკურსანტებს განაცხადის შევსება ელექტრონულად
15 მარტის ჩათვლით შეეძლოთ.
დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ, მერიაში, მეორე ეტაპზე გადასულთათვის, გასაუბრება გაიმართება. კონკურსანტებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე მოუწევთ, რომელსაც ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე ხელმძღვანელობს.