პოლიტიკა
„სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა დედამიწას დაახლოებით, სამჯერ შემოუარა“ - IDFI
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" 2017-2018 წლებში გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები დაითვალა.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორ წელში მან დაახლოებით, სამჯერ შემოუარა დედამიწას. 2017 წელს დღეში 161 კმ. გადიოდა, 2018 წელს კი დღეში საშუალოდ, 185 კმ.
2019 წლის იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ცხრა ავტომობილია რიცხული. ეს ერთადერთი რეგიონია, სადაც გუბერნატორზე განპიროვნებული სამი ავტომობილია.
Toyota Landcruiser LC-150 - 2010 წლის, ღირებულება 105 100 ლარი,
Toyota Camry – 2010 წლის, ღირებულება 60 000 ლარი,
MersedesBenz G500 - ადმინისტრაციას გადაცემული აქვს დროებით სარგებლობაში.
გუბერნატორის ადმინისტრაცია წელიწადში დაახლოებით, 10 000 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. საწვავის მოხმარების ხარჯები ასეთია:
2017 წელი - 38 485 ლარი,
2018 წელი - 44 256 ლარი.
Տարածեք :