"მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის არის იდეალური" - დეპუტატი გიორგი კოპაძე
14.01.2020
პროპორციული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემდეგ, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა „მეცხრე არხთან“ კომენტარი პირველად გააკეთა. „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კოპაძემ 2019 წლის 14 ნოემბერს ცვლილებებს პარლამენტში მხარი არ დაუჭირა, ეს გადაწყვეტილება კი დღეს ახსნა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა იდეალურია, პროპორტიული არჩვნებისთვის კი ქვეყანა მზად არ არის.
გიორგი კოპაძე აცხადებს, რომ არსებული მოდელი მოსახლეობასაც მოსწონს, რადგან პარლამენტში მაჟორიტარების არყოფნას არ ეთანხმებიან. „მოსახლეობა ნამდვილად არ ელოდა პროპორციულ არჩევნებს“, - გვითხრა დეპუტატმა.
კოპაძის თქმით, „ამბოხებული“ დეპუტატების აზრი უმრავლესობაში თავიდანვე იცოდნენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. გიორგი კოპაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა კი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, ეს დაპირება "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიტინგებისა და 20 ივნისის მოვლენების გამო გასცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.