SSSS
პოლიტიკა
კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ამერიკიდან საქართველოს ხელისუფლებას
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინა შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან.

29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც, მათი თქმით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა „უარს ამბობს“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებზე.

„გვსურს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოვხატოთ. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 29 წლის მანძილზე, ჩვენ ვხედავდით, როგორ გაიდგა ფესვები დემოკრატიამ, გაიზარდა ეკონომიკა და აყვავდა სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს ვალდებულება ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემასა და კონსესუსზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით რეგიონში შთამბეჭდავ მაგალითად იქცა. ჩვენ ვაკვირდებოდით 2012 წლის არჩევნებს და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით იმით, თუ როგორ იცავდა საქართველო დემოკრატიის მთავარ პრინციპებს.

თუმცა, შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტებაზე მიანიშნებს. ორი ყველაზე აქტუალური საკითხი არის პარლამენტის წარუმატებლობა, შეესრულებინა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებებულები და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა.

ჩვენ გვესმის, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ქართველ ამომრჩეველს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის საშუალებას მისცემდა, რაც უპირატეს მდგომარეობაში არცერთ პოლიტიკურ პარტიას ჩააყენებდა. თქვენი მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი შეეშალა ამ ცვლილებისთვის, მიანიშნებს საქართველოს მიერ იმ ვალდებულებზე უარის თქმას, რაც მას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან დაკავშირებით აქვს აღებული. მეტიც, ის მშვიდობიანი პროტესტი, რაც ამ მოვლენას მოჰყვა, არის ხილული ნიშანი, რომ პარლამენტის წარუმატებლობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის მიერ ამ პროტესტის ჩახშობა კი ქართველების დემოკრატიული უფლებებისა მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოვალეობის დარღვევაა,“ -
აღნიშნულია წერილში.

სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თავისუფლად საუბრის უფლება არავის უნდა შეეზღუდოს.

„გარდა ამისა, ფორმალური და არაფორმალური მეთოდებით ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა ასევე საქართველოს მიერ დემოკრატიიდან განდგომაზე მიანიშნებს. შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ლიდერებს ფიზიკურად უსწორდებიან ის პირები, რომლებიც მმართველ პარტიასთან არიან დაკავშირებული. ასევე ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ წლების მანძილზე დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახალი აღძვრა. პოლიტიკოსებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა ჰქონდეთ და საქართველოს სასამართლო სისტემა ამ თავისუფლების შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს,“ - აღნიშნულია წერილში.

სენატორები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ციხეში კიდევ ბევრი დემონსტრანტი წავა.“

„შეშფოთებას იწვევს ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ციხეში კიდევ ბევრი დემონსტრანტი წავა. იმედი გვაქვს, ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას სურს, სასამართლო და პოლიცია პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენოს,“- აღნიშნულია წერილში.

სენატორები შეშფოთებას გამოხატავენ 14 მოსამართლის დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებითაც და აღნიშნავენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაციის სრულყოფილად შეფასების გარეშე დანიშვნა ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.

„განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მათი კვალიფიკაციის სრულყოფილად შეფასების გარეშე მოხდა. ეს ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.

მიუკერძოებელი, ძლიერი მანდატის მქონე მოსამართლეების ნაცვლად უმაღლეს სასამართლოში პოლიტიკური მოკავშირეების მოწყობა ძირს უთხრის დემოკრატიის იმ ინსტიტუტებს, რომელმაც საქართველო რეგიონის შესაშურ ქვეყნად აქცია,“- ნათქვამია წერილში.

სენატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს იმ ღირებულებებთან დაკავშირებით, რასაც მისი საერთაშორისო პარტნიორები იზიარებენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ძლიერი დემოკრატიული საფუძველი აქვს. თუმცა, აღნიშნული მოვლენები გვაფიქრებს და გვიჩენს კითხვებს საქართველოს ვალდებულებების შესახებ იმ ღირებულებების წინაშე, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და დიდი სურვილი გვაქვს, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა განვაგრძოთ. თუმცა, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მხარდასაჭერისთვის მოტივირებულები ვართ მანამ, სანამ შეგვიძლია დავეყრდნოთ საქართველოს, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს,“- აღნიშნულია წერილში.

სენატორები ასევე მიიჩნევენ, რომ რეფორმების პროგრესის შეფერხება და დაძაბულობა საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყანასა და მთელს რეგიონში რუსეთის ინტერვენციის გაზრდას.

„ვშიშობთ,რომ რეფორმების პროგრესის შეფერხება და დაძაბულობა საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყანასა და მთელს რეგიონში რუსეთის ინტერვენციის გაზრდას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მოვლენები, მით უფრო დიდი საფრთხე ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას და იძულებული გავხდებით, ჩვენი პარტნიორობა ხელახლა შევაფასოთ,“- აღნიშნულია წერილში.

სენატორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაუარესებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად სწრაფ ზომებს მიიღებს.

„გულწრფელა გვაქვს იმის იმედი, რომ სწრაფად იმუშავებთ, რომ გაუარესებული სიტუაცია შეცვალოთ და ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოთ,“- აღნიშნულია სენატორების წერილში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი არაერთმა სენატორმა და კონგრესმენმა გამოუგზავნა, რომლებშიც ისინი საქართველოში მიმდინარე რიგ პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.
Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Դեկտեմբեր  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비배트맨티비jojobetcasino sitelericasino siteleri스마일퀄리티mislibetholiganbetsahabetcasino siteleripusulabethuqqabetiptv satın alสล็อตเว็บตรงgobahiskavbetStreameastholiganbet girişnerobetgobahisbetkolikDeneme Bonusu Veren SitelerbetofficeGrandpashabetjojobetjojobetholiganbetnakitbahisholiganbet 1181jojobetJOJOBETJojobet Girişjojobetgrandpashabet girişgobahisbetofficegobahisgiftcardmall/mygiftcasinolevantlevant casinolevant casino girişmatadorbet girişkingbettingcasibomlimanbetcasibomcasino sitelericasibomPorno İzlebetoviscasibomcasibom girişmasterbettingmasterbettingyakabetartemisbetbetpuan girişbetnanodinamobet girişvdcasino girişSekabet girişmarsbahis girişbetkolikonwinyakabetyakabetyakabetHoliganbetHoliganbetholiganbet girişholiganbet girişmavibetmavibetmavibetholiganbetcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortadana escortcasibomstarzbetjojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetofficetimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomcasibom girişpusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소vaycasinoสล็อตBetigma girişcasibomBetigmajojobetbetparkрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1181JojobetzbahisStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftholiganbetgrandpashabetcasibom girişcasibomroyalbetholiganbet 1181www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftvaycasinowww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginkingbettingsweet bonanza oynajojobet girişcasibomcasibomcasibomcasinolevantpusulabetvdcasinosahabet girisumzugsfirma wiencasibomhttps://iqostereabypuff.com/casibom9065 comvaycasinodizipalrealbahisrealbahisperabetperabetbetwooncasibomjojobetMarsbahisSakarya escort telegramMeritkingjojobet